2024 წლის 29 მარტს დამტკიცდა პროგრამის “მომავალი ჩვენია! – აფხაზეთში და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის და აფხაზეთიდან იგპ-ის კეთილდღეობისთვის“ ბრძანება N 005 თანდართული დებულებით (იხ.დოკუმენტი).
პროგრამა გულისხმობს ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ბიზნეს ინიციატივების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება, ასევე ახალი ეკონომიკური აქტივობები, მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფის გზით პირობიანი, ღია კონკურსის მეშვეობით:
- საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ სოფლის მეურნეობის სექტორში (მაგ.: ფერმერული საქმიანობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, თევზრეწვა, მეფუტკრეობა) და სამრეწველო სექტორში (მაგ. გადამუშავება და წარმოება);
- საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე – ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც არ იკრძალება კანონმდებლობით
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყება 5 აპრილის 12:00 საათიდან!
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამის ბრძანებას.