საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის
ორგანიზაციის მისიაა:
- დევნილი მოსახელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც ეკონომიკური ისე სოციალური მიმართულებით
ორგანიზაციის მიზნებია:
- სახელმწიფოს და კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საზოგადოების მონაწილეობით საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები და ასევე სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, დახმარების გაწევა მეწარმეობის განვითარებასა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში;
- სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, განათლებისა და ბუნების დაცვის სფეროებში სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;
- საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და ჰუმანიტარული სახის მხარდაჭერა.