ორგანიზაციის შესახებ

საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლლიკის მთავრობა;
  • სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა”.

ორგანიზაცია დაფუძნდა 2019 წლის 11 ნოემბერს და პირველივე დღიდან აქტიურად ახორცილეებს პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით.

 ორგანიზაციის მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში აფხაზეთიდან დევნილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები და ასევე სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები. თუმცა ძირითად ბენეფიციარებად განვიხილავთ ახალგაზრდებს, რომელთა პრობლემას წარმოადგენს დასაქმება, აქცენტები გაკეთდება ასევე სოციალურად დაუცველ ჯგუფეზე, პენსიონერებზე და სხვა.

ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს:

  • დევნილთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება;
  • დევნილთა უკეთესი ინტეგრირება საზოგადოებაში, მათი როლის გაზრდისა და გაუმჯობესების გზით;
  • დევნილთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გააქტიურების ხელშეწყობა გენდერული, ასაკობრივი და გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით;
  • დევნილთათვის საარსებო წყაროებთან ხელმისაწვდომობის ზრდა;
  • დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა;
  • დევნილთა უფლებების დაცვა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.

ჩვენი ორგანიზაციის მიზანია

სახელმწიფო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საზოგადოების მონაწილეობით საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები და ასევე სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, დახმარების გაწევა მეწარმეობის განვითარებასა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.

სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სპორტის კულტურის, განათლებისა და ბუნების დაცვის სფეროში სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება; საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და ჰუმანიტარული სახის მხარდაჭერა.

იხილეთ ორგანიზაციის წესდება