პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ ბიუჯეტის დაფინანსებით, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით.
ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ორგანიზაცია ხონის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან“ ერთად აცხადებს კონკურსს სამკერვალო სახლის მატერიალურ მხარდაჭერაზე.
პროექტის მიზანია საქართველოში აფხაზეთიდან დევნილი პირების, ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მხარდაჭერა.