“დევნილთა ბიზნეს ინიციატივის მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება!

2023 წლის 20 თებერვლის 12:00 საათიდან ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზაციის მიერ.
პროექტის მიზანია საქართველოში დევნილი პირების, გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების-(კომპანიების განვითარების ხელშეწყობა, დევნილი პირების მიერ დაფუძნებული (50% და მეტი) კომპანიების ან კომპანიების, რომლებშიც დევნილები არიან დასაქმებულნი (50 % და მეტი)) ხილის, ბოსტნეულისა და ფოთლოვან-ღეროვანი მასის გაშრობა-დაჩირვა-გადამუშავებასა და შეფუთვა-დაფასოებასთან დაკავშირებული ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა, მათი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსით უზრუნველყოფის გზით.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტის დებულებას.
იხ.დოკუმენტი.