წარმატებით დასრულა მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამა!

📍მიმდინარე წლის 30 დეკემბერს წარმატებით დასრულდა ა(ა)იპ საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული ქვეპროგრამა – მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის მიმართულებით, რომელიც ხორციელდებოდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და სრულად დაფინანსებული იყო აფხაზეთის ა/რ ბიუჯეტის ფარგლებში.

✅ აღნიშნულ ღონისძიებაზე, აფხაზეთიდან დევნილ 6 ახალგაზრდას გადაეცა სრულიად ახალი „HONDA” Dio-ს მარკის მოპედები, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს 2022 წლიდან დასაქმდნენ მოტო-კურიერის პოზიციაზე და მიიღონ მეტი შემოსავალი. ასევე, 3 გამარჯვებულ ბენეფიციარს გადაეცა ავტოტრანსპორტის სამრეცხაოს მოსაწყობი „Karcher“-ის ბრენდის სრული აღჭურვილობა.
ამავე კონკურსის ფარგლებში, დამატებით სრულად სერთიფიცირებულ პროფესიას დაეუფლა (გადამზადდა) და სრულად აღიჭურვა შესაბამისი პროფესიული ინვენტარით 5 დევნილი ქალბატონი და 2 ახალგაზრდა დევნილი ბენეფიციარი. შესაბამისად, მანიკურის (შილაკი) სპეციალისტის და შემდუღებელის პოზიციაზე.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ბატონი ლევან თევზაია, მისი მოადგილე ბატონი გიორგი ჯინჭარაძე და ა(ა)იპ დირექტორი ბატონი ვახტანგ ფოჩხუა. მათ მიულოცეს ბენეფიციარებს წარმატება და უსურვეს სარფიანი სტარტი წამოწყებებში.

გამარჯვებულმა ბენეფიციარებმა, თავის მხრივ, გამოხატეს სიხარული და მადლიერება მთავრობის თავმჯდომარისა და მისი გუნდის მიმართ ნდობისა და მხარდაჭერისათვის!