განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის ქვეპროგრამა

📣გამარჯვებული სტუდენტები ა.შ. და ა.ბ.!

გრძელდება გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენა ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული განათლების ხელშეწყობის, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის 2020 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში, ჩვენმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 27.05.2020 წ. ჩატარებული სხდომის საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები ა.შ. და ა.ბ.!

ჩვენი ორგანიზაციის სახელით ვულოცავთ გამარჯვებულ კანდიდატს და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრებისეულ ასპარეზზე.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას. მეტი წარმატებული სტუდენტი, წარმატებული ქვეყნის საწინდარია!

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება გრძელდება!