სოციალური საწარმოს გახსნა ზუგდიდში!

📣 მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ა(ა)იპ “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზაციის მიერ გაიხსნა ჩირის სოციალური საწარმო.
✅ აღნიშნული პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 🤝
✅ სოციალურ საწარმოში დასაქმდა 7 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და ათასობით დევნილს საშუალება მიეცა მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია, რაც მათთვის დამატებითი შემოსავალის წყაროა.
✅ საამქროს გახნის ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტერ მიკისკა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჭინჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და გაეცნენ საწარმოს მომავალ საქმიანობას, რომელიც არა მხოლოდ ჩირის, არამედ სხვა ინოვაციური პროდუქტების წარმოებასაც მოიცავს.
Embassy of the Czech Republic in Tbilisi, Georgia