ა(ა)იპ “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის”ორგანიზაციის მიერ, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, დახმარება გაეწია აფხაზეთიდან დევნილ, მრავალშვილიან დედას, ქ-ნ ელისო ჯაოშვილს. ელისო ჯაოშვილს ზესტაფონის მერიამ გამოუყო დროებითი საცხოვრებელი ფართი, ყოფილი რკინიგზის დეპარტამენტის შენობაში პროგრამის ფარგლებში კი შეძენილი იქნა საოჯახო ინვენტარი.
ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერად, ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, სოციალური სამსახურისა და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.