ჩირის საამქროს გახსნისთვის მზადება

ქალაქ ზუგდიდში, ა(ა)იპ “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგრანტო პროექტის ფარლებში დაგეგმილი ჩირის საამქროს მოსამზადებელი სამუშაოები. ორგანიზაციის დირექტორმა ბატონმა ვახტან ფოჩხუამ ადგილზე გააცნო ვითარება აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ ლევან თევზაიას და მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი ჯინჭარაძეს.  

საწარმოს გახსნა იგეგმება მიმდინარე წლის სექტემბერში. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს დევნილებს სამეგრელოს რეგიონში და გამყოფ გაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას გადაამუშავონ მოყვანილი ხილი და ბოსტნეული, რაც შემდგომში, ჩირის სახით მიღებული პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზაციის საშუალებას მისცემს.

 აღნიშნული საამქრო სოციალური საწარმოა და ხელს შეუწყობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ა/რ სახელმწუფოს ბიუჯეტის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ერთობილივი დაფინანსებით და  ა(ა)იპ “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზებით.