მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში ტექნიკური საშუალებების გადაცემა!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო აფხაზეთიდან იძულებით გაადაადგილებული პირების სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, 28 დეკემბერს გამარჯვებულ 5 ქალბატონს სამინისტროს წარმომადგენლებთან და ორგანიზაციის დირექტორთან ერთად გადაეცათ შილაკის გასაკეთებლდ საჭირო ტექნიკური საჭიროებები და ერთჯერადი სახარჯი მასალა.
ორგანიზაციის სახელით ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს სამომავლო საქმიანობაში.