მიმდინარე წლის 8 დეკემბერს ა(ა)იპ „საერთაშორიოს ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ორგანიზაციის დირექტორმა ვახტანგ ფოჩხუამ და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ 2020 და 2021 წლის კონკურსების გამარჯვებულებს გადასცეს სერტიფიკატები.
კონკურსები გაიმართა გმირი მამულიშვილების: თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიანტების გამოსავლენად.
მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები შეფასდნენ მათ მიერ დაწერილი ნაშრომების -ესეების საფუძველზე. ესსე-ს დანიშნულებას წარმოადგენს ჩვენი დროის გმირების ცხოვრების გაცნობა ახალგაზრდა თაობებისთვის.
აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა, მათი წახალისება და მოტივაციის გაზრდა.