განაცხადების მიღება გრძელდება!

2022 წლის 28 მარტის N004 ბრძანების საფუძველზე განაცხადების მიღება გაგრძელდა მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ღია კონკურსის წესით ბენეფიციარების შერჩევას, ელექტრორკალური შემდუღებლის ნაკრებითა და მოტოსკუტერებით მატერიალურ მხარდაჭერას, მათი თვითდასაქმებისა და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით.

🗓 განაცხადები მიიღება 2 მაისის 12:00 საათამდე.

📝განაცხადის შევსება შესაძლებელია ჩვენს ოფიცილურ ვებ-გვერდზე: www.iids.ge

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ გაეცნოთ პროექტის ბრძანებასა და დებულებას! 👇🏻

გისურვებთ წარმატებებს! ❤️