პროფესიული გადამზადების კურსები დასრულებულია!

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს ა(ა)იპ „საერთაშორიოს ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ორგანიზაციის დირექტორმა ვახტანგ ფოჩხუამ და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ 2021 წლის მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში “
კლასიკური მანიკურის და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შილაქით და გელ ლაქით დაფარვის” შემსწავლელი კურსებით დაფინანსებულ 5 ბენეფიციარს გადასცა სერტიფიკატები.
ორგანიზაციის სახელით ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წინსვლას.