ა(ა)იპ “საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით 18 ოქტომბრიდან წარმატებით ახორციელებდა მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამას, აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადება და მათი მხარდაჭერა ტექნიკური საშუალებებით.
29 დეკემბერს ქვეპროგრამის დასკვნითი ღონისძიების სახით 2 ახალგაზრდას, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ელექტრორკალური შემდუღებლის კურსები და მიიღეს სერტიფიკატები, გადაეცათ ტექნიკური და პირველადი საჭიროების აღჭურვილობა.