ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის, მცირე ბიზნესის მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა აპლიკანტმა – აფხაზეთიდან დევნილმა ინდმეწარმემ ი. ხ. ჩვენი ორგანიზაციის მიერ შეძენილი ტექნიკით შეძლო გაეფართოვებინა ბიზნესი, რაც დადებითად აისახა მის საქმიანობაზე და შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.
დღეს ვეწვიეთ ქალბატონ ი. ხ.-ს, ვისაუბრეთ მისი საქმიანობის გარშემო და ადგილზე დავათვალიერეთ ჩვენს მიერ შეძენილი სამკერვალო ტექნიკა.
წარმატებებს ვუსურვებთ მეწარმე ქალბატონს და მის ბიზნესს!
ერთად შევქმნათ წარმატებული მომავალი!