Covid-19 პრევენცია

ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ სრულიად იზიარებს აფხაზეთის მთავრობის ერთიან სამოქმედო გეგმას covid-19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში.
ორგანიზაციამ პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის პირველივე დღიდან მოახდინა არსებული რესურსების მაქსიმალური მობილიზება და ჩვენს მიერ შეძენილი ინვენტარი: ქირურგიული სამედიცინო ხსნარები, პირბადეები, ხელთათმანები, ბახილები, ქუდები, სკაფანდრ-კომბინიზონები, დისტანციური ელექტრო თერმომეტრები, ხელის და მაგიდის სადეზინფექციო ხსნარები, მთლიანად გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს.