ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის პროგრამა

დაწყების  თარიღი: 20 ოქტომბერი, 2020.

დასრულების დრო: 18:00, 13 ნოემბერი, 2020.

ქვეპროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, მედიკამენტებზე და სამედიცინო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის გზით. რომელიც გულისხმობს მედიკამენტებითა და სამედიცინო მოწყობილობებით მხარდაჭერის განხორციელებას- მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 4500 ლარს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

• სრულწლოვან, საქართველოს მოქალაქე აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ პირს;

• სრულწლოვან, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ პირს და აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით;

აპლიკანტების შერჩევა მოხდება მუდმივმოქმედი კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვით, შევსებული განაცხადების განხილვის და შესაბამისი ქულების მინიჭების საფუძველზე.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ სრულად შეავსოთ განაცხადი ვებ-გვერზე ან შევსებული განაცხადის ფორმა ✅ მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, Pdf ფორმატში გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: application@iids.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირით:

კონკურსების და პროგრამების მენეჯერი: ნინო კიკნაძე, +995 591 11 05 15.

ან მოგვწერეთ: info@iids.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა)

აპლიკაციების მიღება დაწყებულია!