სსიპ კოლეჯ „მოდუსში” აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარებთან შეხვედრა!

3 ნოემბერს ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ ა(ა)იპ-ს დირექტორი ვახტანგ ფოჩხუა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად შეხვდნენ სსიპ კოლეჯ „მოდუსის“ წარმომადგენლებს და სასწავლო პროგრამაში ჩართულ დევნილ ბენეფიციარებს.

👉 საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პროგრამის მცირე ბიზნესის გენერირებისა და მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, რუსთავში მცხოვრები დევნილი პირები დაეუფლებიან ელექტრორკალური შემდუღებლის პროფესიას.