დაწყების თარიღი: 30 მარტი 2020.
დასრულების დრო: 18:00, 30 სექტემბერი 2020.
ქვეპროგრამის მიზანია საქართველოში მცირე ბიზნესის წარმომადგენლების-კომპანიების განვითარების ხელშეწყობა, დევნილი პირების მიერ დაფუძნებული ( 50% და მეტი) კომპანიების ან კომპანიების, რომლებშიც დევნილები არიან დასაქმებულნი,(50% და მეტი) კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა, ასეთი კომპანიების მატერიალური და ინტელექტუალური რესურსით უზრუნველყოფის გზით.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- დევნილ ფიზიკურ პირს;
- დევნილი პირების მიერ დაფუძნებულ (50% და მეტი) კომპანიას ან კომპანიას, რომელშიც დევნილები არიან დასაქმებულნი (50% და მეტი) რომელსაც არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება და რომლის მიმართაც არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
შერჩევა მოხდება მუდმივმოქმედი კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვით შევსებული განაცხადების განხილვის და შესაბამისი ქულების მინიჭების საფუძველზე. (იხ. დოკუმენტი 1, ცხრილი #2)
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ სრულად შეავსოთ განაცხადი ვებგვერდზე
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირით:
კონკურსების და პროგრამების მენეჯერი: ნინო კიკნაძე, +995 591 11 05 15.
ან მოგვწერეთ: info@iids.ge (სათაურის ველში მიუთითეთ: ბიზნესის ხელშეწყობა)
აპლიკაციების მიღება დაიწყება: 9:00, 30 მარტი 2020.