2024 წლის 5 აპრილის 12:00 საათიდან პროგრამის “მომავალი ჩვენია! – აფხაზეთში და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის და აფხაზეთიდან იგპ-ის კეთილდღეობისთვის“ განაცხადების მიღება იწყება!
პროგრამა გულისხმობს ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ბიზნეს ინიციატივების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება, ასევე ახალი ეკონომიკური აქტივობები, მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფის გზით პირობიანი, ღია კონკურსის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!