2020 წლის 30 მარტიდან ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს განათლების ხელშემწყობი პროგრამის განხორციელებას აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისათვის.
პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები დევნილი პირების განათლების ხელშეწყობა, განათლების ხელმისაწვდომობის გზით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება.