დაწყების თარიღი: 30 მარტი 2020.
დასრულების დრო: 18:00, 30 სექტემბერი 2020.
ქვეპროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები დევნილი პირების განათლების ხელშეწყობა განათლების ხელმისაწვდომობის გზით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება-მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1125 ლარს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
• ბენეფიციარი/აპლიკანტი უნდა იყოს: ნებისმიერი საფეხურის სტუდენტი, 18-დან 40- წლამდე, საქართველოს მოქალაქე, აფხაზეთიდან დევნილი პირი;
აპლიკანტების შერჩევა მოხდება მუდმივმოქმედი კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვით შევსებული განაცხადების განხილვის და შესაბამისი ქულების მინიჭების საფუძველზე (იხ. დოკუმენტი 1, ცხრილი #2)
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ სრულად შეავსოთ განაცხადი ვებგვერზე ან შევსებული განაცხადის ფორმა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად, Pdf ფორმატში გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: application@iids.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირით:
კონკურსების და პროგრამების მენეჯერი: ნინო კიკნაძე, +995 591 11 05 15.
ან მოგვწერეთ: info@iids.ge ( სათაურის ველში მიუთითეთ: განათლების ხელშეწყობის ზრდა)
აპლიკაციების მიღება დაიწყება: 9:00, 30 მარტი 2020.