ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ განათლების ხელშეწყობის პროგრამის, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის 2020 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში, ჩვენმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 23.04.2020 წ. ჩატარებული სხდომის საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტი ა.გ.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით ვულოცავთ გამარჯვებულ კანდიდატს და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრებისეულ ასპარეზზე.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას. მეტი წარმატებული სტუდენტი, წარმატებული ქვეყნის საწინდარია!